სინოპტიკოსები 14 მარტს ქუთაისში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. დღისით +16 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უმეტესად უნალექო ამინდი და ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება. დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი. ასევე უნალექო დღეა მოსალოდნელი ბათუმში, სადაც დღისით სინოპტიკოსები +16 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში +15 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 იქნება. ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება სოხუმში, ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით +3 გრადუსი იქნება, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად უნალექო დღეს პროგნოზირებენ ამბროლაურში, სადაც დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი ჭიათურაში. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ახალციხეშიც. დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში უნალექო დღეა ნავარაუდევი. დღისით -1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -3 გრადუსი იქნება.
გორში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი გუდაურში. +1 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. ცვალებადი მოღრუბლულობა ომალოშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +2 გრადუსი იქნება, ღამე კი -6 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში ღრუბლიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +7 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი.
ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. +8 გრადუსი და ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2-მდე დაიწევს.
რუსთავში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. +8 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +3 გრადუსი. თბილისშიც ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
ამერიკული გაზეთი „ჰილი“ (The Hill) აქვეყნებს სტატიას სათაურით „მკვდრეთით აღმსდგარი: დონალდ ტრამპი როგორც ამერიკული პოლიტიკის „ლაზარე“ (ავტორი - დერეკ ჰანტერი).
„სიტყვას „ისტორიული“ პოლიტიკაში ხშირად იყენებენ ხოლმე და მას ფეხბურთის ბურთივით ათამაშებენ, ზოგჯერ კი მიზანში ვერ ურტყამენ. დონალდ ტრამპთან მიმართებით კი ამ სიტყვის გამოყენება სამართლიანია. მისი მიღწევა მართლაც ისტორიულია. მან უდიდესი რევანში აიღო პოლიტიკაში.
დონალდ ტრამპი არამხოლოდ პოლიტიკური გვამი იყო, არამედ საერთოდ, „პერსონა ნონ-გრატა“ როგორც ვაშინგტონში, ასევე მშობლიურ ნიუ-იორკშიც. და როგორც ხდება ხოლმე პოლიტიკაში, მას საპყრობლეში გაგზავნითაც ემუქრებოდნენ... და ახლა იგი თეთრ სახლში ძლევამოსილად ბრუნდება - ისეთ თამაშში გამარჯვების შემდეგ, რომელიც მანამდე არავის უთამაშია.
აშშ-ის ისტორიაში დონალდ ტრამპამდე მისნაირად მხოლოდ 22-ე და 24-ე პრეზიდენტი გროვერ კლივლენდი იქნა არჩეული ორი ვადით („შუალედური შესვენებით“ 1885-1889 და 1893-1897 წლებში). მსგავსი შემთხვევა ჰქონდა რიჩარდ ნიქსონს, რომელმაც 1960 წელს საპრეზიდენტო არჩევნებიც წააგო, გუბერნატორის არჩევნებიც (1962 წელს) და განაცხადა - „მორჩა, მეგობრებო, რიჩარდ ნიქსონს ვეღარსად ვეღარ ნახავთ - იმიტომ, რომ ეს ჩემი ბოლო პრეს-კონფერენციაა“. ჩვენ მისი ნახვა მაინც მოგვიწია 1968 წელს, თეთრ სახლის ოვალურ კაბინეტში. თუ რითი დაასრულა მან თავისი პრეზიდენტობა, გვახსოვს („უოტერგეიტით“), მაგრამ ფაქტია, რომ მისი დაბრუნება იმ დროისათვის ძალზე შთამბეჭდავი იყო.
დონალდ ტრამპმა კი რიჩარდ ნიქსონსაც გადააჭარბა. იგი ფაქტიურად „დამარხული“ იყო საკუთარი რესპუბლიკური პარტიის წევრების მხრიდანაც კი, სხვები კი მოთმინებით ელოდნენ, რომ იგი უბრალოდ გუდა-ნაბადს აიკრავდა და პოლიტიკიდან წავიდოდა. მაგრამ ასე არ მოხდა.
ამერიკელებმა თავისი პოზიცია გამოხატეს: მათ ცვლილებები სურდათ და კიდეც განახორციელეს. დონალდ ტრამპი ვერაფერმა ვერ შეაჩერა - ვერც ბრალდებებმა, ვერც თავდასხმებმა... ყველა მემარცხენე გაზეთი და ტელევიზია აკრიტიკებდა, ემუქრებოდა, აშინებდა, მაგრამ ისინი ყველა „ქაღალდის ვეფხვები“ აღმოჩნდნენ, დონალდ ტრამპმა ყველა „დაიკიდა“. რას იზამენ ახლა ტელეარხების MSNBC-სა და CNN-ის ხელმძღვანელები და მაყურებლები? ვინ აღმოჩნდა მარგინალი - ისინი თუ დონალდ ტრამპი? აღიარებენ თუ არა იმას, რომ არასწორად იქცეოდნენ - როცა ყველას, ვინც დონალდ ტრამპის გვერდით იდგა, გიჟებად და სულელებად თვლიდნენ?
მოკლედ, დონალდ ტრამპი „კონსტანტის“ (მუდმივის) განსახიერებაა: იგი იყო, არის და იქნება.
წყარო: https://thehill.com/opinion/campaign/4975713-donald-trump-greatest-comeback-since-lazarus/