USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Tbilisi
როგორი ამინდია დღეს
Date:  182

სინოპტიკოსები 21 იანვარს ქუთაისში თოვას პროგნოზირებენ. დღისით +1 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი -4 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც თოვლის სახით ნალექია მოსალოდნელი, დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი იქნება. ბათუმშიც თოვლჭყაპია ნავარაუდევი. დღისით სინოპტიკოსები +3 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვლიანი ამინდია ნავარაუდები ფოთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +3 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო ამინდი იქნება ზუგდიდში, სადაც ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -5 იქნება. მზიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმში, ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება, ღამით -17 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში -3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაიწევს.

ასევე უნალექო ამინდია მოსალოდნელი ჭიათურაშიც, სადაც -2 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში -3 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -15 გრადუსამდე დაიწევს.

ასევე თოვლია მოსალოდნელი ბორჯომში, სადაც -2 გრადუსია ნავარაუდევი. ღამის განმავლობაში -13 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია მოსალოდნელი, -8 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -20 გრადუსი იქნება.

გორში თოვლი და +1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -10 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი ცხინვალში, სადაც დღისით 0 გრადუსი დაფიქსირდება, ღამე კი ტემპერატურა -11 გრადუსამდე დაიწევს.

გუდაურში უნალექო ამინდი და -4 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -18 გრადუსი იქნება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ომალოში, ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსი იქნება, ღამე კი -20 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე მზიანი ამინდია მოსალოდნელი თელავში, სადაც დღის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -7 გრადუსია მოსალოდნელი.

უმეტესად მზიანი დღე იქნება გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. +4 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -5 გრადუსი იქნება.

მზიან დღეს ვარაუდობენ რუსთავში. დღისით ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ასევე უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

sport
საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ჩემპიონატი მოეწყო. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები - ლაშა ბექაურის, გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, სოფიო სომხიშვილისა და მარიამ ჭანტურია შემადგენლობით - ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 0 : 4 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიას ანგარიშით 4:3, ხოლო ხორვატიას ანგარიშით 4:1 სძლიეს.
ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ტურნირს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way