USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
როგორი ამინდია 28 სექტემბერს საქართველოს ქალაქებში?
дата:  446

28 სექტემბერი  ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით ასეთია:

  • თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. 

  • რუსთავში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ქუთაისში +32 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

  • სამტრედიაში დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.

  • წყალტუბოში ჰაერი დღისით +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ოზურგეთში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18. 

  • ბათუმში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ფოთში მზიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი.

  • ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.

  • სოხუმში +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

  • მესტიაში დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ამბროლაურში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ახალციხეში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს.

  • ბორჯომში დღისით +27, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

  • გორში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

  • ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. 

  • თელავში დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.

  • გურჯაანში  დღისით +24 იქნება გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

  • სიღნაღში დღისით მზიანი ამინდი +24 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати