USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
როგორი ამინდია დღეს საქართველოში
Date:  541

14 აპრილს ქუთაისში +13 გრადუსი და ქარია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც ქარს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. ქარია ბათუმშიც. დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში წვიმს და დღისით ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი. წვიმა და +10 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვს. დღისით +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში იწვიმებს და ჰაერი დღისით +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი. ახალციხეშიც უნალექო დღეა და +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიწევს.

უნალექო ამინდია ბორჯომშიც, სადაც დღისით +9, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი.

გუდაურში თოვას პროგნოზირებენ. დღისით -1 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება. ომალოშიც ითოვებს და დღისით +2, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდია თელავშიც და დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.

რუსთავშიც მზიანი დღეა და +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისშიც უნალექო და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way