25 აპრილს ქუთაისში უმეტესად მზიანი დღე და +26 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. უმეტესად უნალექო დღეს პროგნოზირებენ ოზურგეთში, სადაც დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +17 გრადუსსა და წვიმას პროგნოზირებენ, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში +17 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. უმალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც დღის განმავლობაში +22 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.
მესტიაში +11 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურში ცვალებად მოღრუბლულობასა და +23 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ახალციხეში. დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიწევს.
+23 გრადუსია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ბაკურიანში. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.
გორში დღისით +24 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი გუდაურში. +14 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. უნალექო დღეა ნავარაუდევი ომალოში, სადაც დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი.
წვიმიან დღეს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია მცირე წვიმა, ღამით კი +11 გრადუსია. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსი იქნება, ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.