USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Tbilisi
როგორი ამინდია დღეს საქართველოში
Date:  370

სინოპტიკოსები 12 მარტს ქუთაისში თოვლიან დღეს პროგნოზირებენ. დღისით +4 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი -1 გრადუსი იქნება. ნავარაუდევია ძლიერი ქარი. ოზურგეთშიც მოთოვს, დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი იქნება. ასევე ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბათუმში, სადაც დღისით სინოპტიკოსები +6 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

მცირე ნალექს ვარაუდობენ ფოთშიც, სადაც +5 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +1 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ასევე თოვლიანი დღე იქნება, ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 იქნება. მოთოვს სოხუმშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვლია მოსალოდნელი. დღისით -2 გრადუსი იქნება, ღამით -14 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს ამბროლაურში, სადაც დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვლია მოსალოდნელი ჭიათურაში. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც მოთოვს. დღისით +1 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -11 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც თოვლიანი დღე იქნება. დღისით ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში -8 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით -3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -14 გრადუსი იქნება.

გორში წვიმიანი დღე იქნება. დღისით +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც თოვლია ნავარაუდევი, ჰაერი +1 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება, იწვიმებს.

თოვაა მოსალოდნელი გუდაურში. -5 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -15 გრადუსი იქნება. მოთოვს ომალოშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით -5 გრადუსი იქნება, ღამე კი -12 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში კი თოვლია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -4 გრადუსია მოსალოდნელი.

თოვლიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +2 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. +3 გრადუსი და თოვლიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5-მდე დაიწევს.

რუსთავში მოთოვს. +3 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -3 გრადუსი. ამასთან, აქ ძლიერი ქარია მოსალოდნელი. თბილისშიც თოვლიანი დღე იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way