USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
როგორი ამინდი იქნება დღეს
თარიღი:  4352

7 მაისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

რუსთავში +24 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე წვიმა.

ქუთაისში +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. იწვიმებს.

ოზურგეთში დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, სავარაუდოდ იწვიმებს, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.

ბათუმში დღისით ჰაერი +17 გრადუსი, წვიმს, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. .

ფოთში დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს

ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს, სავარაუდოდ იწვიმებს, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმში წვიმს, დღისით +21 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში  დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს.

ამბროლაურში ჰაერი დღისით +21 გრადუსია, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ახალციხეში ღრუბლიანი ამინდია, დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსია, მოსალოდნელია წვიმა

ბორჯომში დღისით +22 გრადუსი, მოსალოდნელია წვიმა; ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +20 გრადუსია, მოსალოდნელია წვიმა, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

თელავში დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.  წვიმს

გურჯაანში  დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში დღისით +19 გრადუსია ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის