USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
როგორი ამინდი იქნება დღეს
дата:  357

21 თებერვალს თბილისში გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსია მოსალოდნელი.

რუსთავში +8 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ქუთაისში +4 გრადუსი და თოვლჭყაპია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი იქნება. თოვლჭყაპია მოსალოდნელი ოზურგეთშიც, სადაც დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც წვიმაა ნავარაუდები, დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი დღეა ფოთში და დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში თოვლჭყაპს ვარაუდობენ. დღისით ტემპერატურა +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდები. +6 გრადუსია ნავარაუდები დღისით სოხუმში, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

მესტიაში თოვლიანი დღეა ნავარაუდები. დღისით -4 გრადუსია, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს ამბროლაურშიც და დღისით + 2გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვლია მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +2 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით.

თოვლია მოსალოდნელი ბორჯომშიც, დღისით +1 ღამის ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით -3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

გორშიც თოვლია ნავარაუდები. დღისით +4 გრადუსია ნავარაუდები, ღამის განმავლობაში კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც თოვლია ნავარაუდები. დღისით ჰაერს ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით -4 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით -2, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა ნავარაუდები თელავშიც. დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდები.

გამოიდარებს გურჯაანშიც. დღისით +7 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +7 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

 

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати