11 ნოემბრის მეტეოროლოგიური პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:
თბილისი - ღამით +6°, დღისით +10°, მოსალოდნელია წვიმა.
სოხუმი - ღამით +6°, დღისით +10°, უნალექოდ.
ბათუმი - ღამით +7°, დღისით +13°, იწვიმებს.
ფოთი - ღამით +6°, დღისით +13°, იწვიმებს.
ზუგდიდი - ღამით +6°, დღისით კი +12°, უნალექოდ.
ქუთაისი - ღამით +6°, დღისით +12°, უნალექოდ.
მესტია - ღამით -5°, დღისით +4°, უნალექოდ.
ბორჯომი - ღამით +3°, დღისით კი +9°, უნალექოდ.
ახალციხე - ღამით +3°, დღისით კი +8°, უნალექოდ.
ცხინვალი - ღამით +3°, დღისით +9°, უნალექოდ.
რუსთავი - ღამით +4°, დღისით +10°, იწვიმებს.
თელავი - ღამით +5°, დღისით +8°, იწვიმებს.
ლაგოდეხი - ღამით +5°, დღისით +10°, იწვიმებს.
სიღნაღი - ღამით +5° დღისით კი +9°, მოსალოდნელია წვიმა.
ცაგერი - ღამით +5°, დღისით კი +11°, უნალექოდ.
ბახმარო - ღამით -5°, დღისით +3°, მოსალოდნელია თოვლი.
ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა, რომელსაც კვლავ ურსულ ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს.
დადგენილებას ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ 370 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი 282 იყო, ხოლო 36 დეპუტატმა თავი შეიკავა.
ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში 26 ევროკომისარი იქნება. მათ შორისაა ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, რომელმაც ჟოზეფ ბორელი ჩაანაცვლა.
გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობა სლოვენიის წარმომადგენელს მართა კოსს ერგო. მან ამ პოსტზე უნგრელი ოლივერ ვარჰეი ჩაანაცვლა, რომელიც ახალ ევროკომისიაში ჯანდაცვისა და ცხოველების კეთილდღეობის საკითხებს გაუწევს კურირებას.
ევროკომისია საკუთარი მოვალეობის შესრულებას 1 დეკემბრიდან შეუდგება.