10 ივლისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. დედაქალაქში წვიმაა მოსალოდნელი.
რუსთავში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია უხვი ნალექი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
ქუთაისში ნალექიანი დღე და +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ზუგდიდშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.
მესტიაში იწვიმებს, დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ახალციხეში, სადაც დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსამდე დაიწევს.
+24 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +14 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.
გორში უხვი ნალექი და +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +14 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.
წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +14 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში იწვიმებს, დღის განმავლობაში +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი.
გურჯაანშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე და +23 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.