USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Тбилиси
როგორი ამინდი იქნება დღეს
дата:  259

30 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +35 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი და ძლიერი ქარი იქროლებს.

რუსთავში დღისით ჰაერი +3 8 გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება, იქროლებს ქარი. 

ქუთაისში წვიმაა მოსალოდნელი. დღე +27 გრადუსი, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც წვიმიანი დღე გველის. დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდში დღისით +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.

მესტიაში დღისით წვიმა და +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე იწვიმებს ამბროლაურში, სადაც დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება და ქარიც იქროლებს.

ნალექიანი დღე იქნება ჭიათურაში, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ახალციხეშიც, სადაც დღისით +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიწევს.

+33 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.

გორში წვიმიანი დღე და +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +19 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

უმეტესად წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +22 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, უმეტესად ნალექიანი ამინდი იქნება, ღამე კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +38 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში იწვიმებს და +35 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი.

გურჯაანში დღისით ჰაერი +36 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, +36 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

 

область
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати