USD 2.6788
EUR 2.8583
RUB 2.8498
Тбилиси
როგორი ამინდი იქნება დღეს
дата:  569

 თბილისში დღისით დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.

ქუთაისში +27 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთში დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში უმეტესად მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი. ზუგდიდში დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

მესტიაში +18 გრადუსი და უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურშიც უმეტესად მზიან დღესა და +27 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება, იქროლებს ქარი. ახალციხეში დღისით +26 გრადუსი და მცირე ნალექია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიწევს.

+28 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში იწვიმებს. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +29 გრადუსი და უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღე იქნება ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება, იქროლებს ქარი.

გუდაურში +18 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი თელავში, სადაც დღის განმავლობაში +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი.

გურჯაანში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უმეტესად მზიანი დღე და +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

 

спорт
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати