USD 2.7321
EUR 3.1162
RUB 3.4675
Tbilisi
როგორი ამინდი იქნება დღეს
Date:  556

სინოპტიკოსების პროგნოზით, 5 ნოემბერს ქუთაისში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი 12. ოზურგეთში ასევე იწვიმებს, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10. ბათუმში ნავარაუდევია წვიმა, +2„ გრადუსი სითბო დღის განმავლობაში, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

მცირე ნალექს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ფოთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში ჰაერის, ღამით კი +14 გრადუსი არის მოსალოდნელი. ზუგდიდში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით +13.

ასევე იწვიმებს სოხუმში, სადაც +21 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

იწვიმებს მესტიაში, სადაც +13 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი 3 გრადუსი იქნება. ამბროლაურში ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია კოკისპირული წვიმა. ღამით ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება.

ჭიათურაში +22 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი ახალციხეში. დღე +17, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში +18 გრადუსი და წვიმა არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება. +10 გრადუსს და კოკისპირულ წვიმას ვარაუდობენ ბაკურიანში, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში წვიმაა ნავარაუდევი და დღე +20 გრადუსია. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში +19 გრადუსი და მცირე ნალექია მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიწევს.

გუდაურში +12 გრადუსი და წვიმა არის ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი არის მოსალოდნელი. დღის განმავლობაში ომალოში ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია მცირე ნალექი, ღამით კი -1 გრადუსი არის ნავარაუდევი.

მზიანი ამინდია მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 11 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე მზიან ამინდს ვარაუდობენ თელავში, სადაც დღის განმავლობაში +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი არის მოსალოდნელი.

+22 გრადუსი სითბო არის ნავარაუდევი გურჯაანში, დღე უნალექოდ ჩაივლის, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +22 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, მოსალოდნელია მცირე ნალექი. ღამით კი +11 გრადუსი არის ნავარაუდევი.

იწვიმებს რუსთავში, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში კი დღეს ნალექიანი დღეს არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

tbilisi
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება
გლდანის რაიონის გამგეობა სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
 
ღნიშნულ მისამართზე არსებული ძველი კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა, რამაც სავალი ნაწილის დაზიანებაც გამოიწვია. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, განხორციელდა დაზიანებული გრუნტის დამჭერი კედლის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებარე კედლის სიგრძე 15 მეტრია, სამუშაოებისთვის კი გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 68 000 ლარი დაიხარჯება.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way