USD 2.6800
EUR 2.8848
RUB 2.9378
Тбилиси
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში
дата:  448

22 სექტემბრის მეტეოროლოგიური პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

თბილისი - ღამით +18°, დღისით +26°, ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

სოხუმი - ღამით +20°, დღისით +20°, ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ბათუმი - ღამით +21°, დღისით +23, ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ფოთი - ღამით +19°, დღისით +24°, ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ზუგდიდი - ღამით +19°, დღისით კი +21°, ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ქუთაისი - ღამით +18°, დღისით +22°, ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

მესტია - ღამით +9°, დღისით +12°, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ბორჯომი - ღამით +13°, დღისით კი +20°, ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ახალციხე - ღამით +12°, დღისით კი +22°, ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ცხინვალი - ღამით +15°, დღისით +22°, ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

რუსთავი - ღამით +18°, დღისით +27°, ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

თელავი - ღამით +16°, დღისით +25°, ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ლაგოდეხი - ღამით +18°, დღისით +28°, ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

სიღნაღი - ღამით +18° დღისით კი +27°, ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ცაგერი - ღამით +16°, დღისით კი +19°, ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ბახმარო - ღამით +8°, დღისით +13°, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

спорт
ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პრესრელიზის მიხედვით, შპს Feliciana EFL-მა საკუთარ მფლობელობაში არსებული აქციების 90% მიხეილ ლომთაძის მფლობელობაში მყოფ Blue Ocean Partners II Limited-ს მიჰყიდა. შედეგად, ლომთაძე გახდა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც. (დირექტორთა საბჭოს ორ ახალ წევრთან - ედუარდ ვიშნიაკოვთან და დანიელ რაისთან ერთად).

ქართველმა მილიარდერმა, კლუბის და გულშემატკივრებისთვის მიწერილ გზავნილში თქვა, რომ ის მსუბუქად არ მოეკიდება აღებულ პასუხისმგებლობას გულშემატკივრების, პერსონალისა და ფეხბურთელების წინაშე.

„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენებით“, - განაცხადა ლომთაძემ.

1887 წელს დაარსბული Wycombe Wanderers ბუკინგემშირში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარეობს.

მიხეილ ლომთაძე არის Kaspi.kz-ის სამი ძირითადი აქციონერიდან ერთ-ერთი. 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით იგი ფლობდა ყაზახური ფინტექს კომპანიის საერთო აქციების 22,6%-ს. 2022 წელს მან მეშვიდე ადგილი დაიკავა ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის რეიტინგში.

ლომთაძე ბიძინა ივანიშვილის შემდეგ რიგით მეორე ქართველი მილიარდერია, რომელიც forbes-ის შეფასებით ივანიშვილზე მდიდარია, ხოლო Bloomberg-ის ცნობით, ივანიშვილზე 700 მლნ-ით ნაკლები ქონება აქვს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати