USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Tbilisi
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში
Date:  419

30 ივლისს, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა ბარში +32 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში +32, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +29.

აღმოსავლეთ საქართველოში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა ბარში +31 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში +30, მაღალმთაში კი +20 გრადუსი.

30 ივლისის მეტეოროლოგიური პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

 

თბილისი - ღამით +18°, დღისით +31°, უმეტესად უნალექოდ.

სოხუმი - ღამით +20°, დღისით +22°, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ბათუმი - ღამით +22°, დღისით +28°, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ფოთი - ღამით +22°, დღისით +31°, უმეტესად უნალექოდ.

ზუგდიდი - ღამით +22°, დღისით კი +32°, უმეტესად უნალექოდ.

ქუთაისი - ღამით +21°, დღისით +34°, უმეტესად უნალექოდ.

მესტია - ღამით +13°, დღისი +27°, უმეტესად უნალექოდ.

ბორჯომი - ღამით +13°, დღისით კი +24°, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ახალციხე - ღამით +15°, დღისით კი +30°, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ცხინვალი - ღამით 16°, დღისით +30°, უმეტესად უნალექოდ.

რუსთავი - ღამით +17°, დღისით +30°, უმეტესად უნალექოდ.

თელავი - ღამით +16°, დღისით +30°, უმეტესად უნალექოდ.

ლაგოდეხი - ღამით +19°, დღისით +30°, უმეტესად უნალექოდ.

სიღნაღი - ღამით +16° დღისით კი +27°, უმეტესად უნალექოდ.

ცაგერი - ღამით +16°, დღისით კი +32°, უმეტესად უნალექოდ.

ბახმარო - ღამით +13°, დღისით +25°, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

sport
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way