USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Тбилиси
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში
дата:  281

27 ივლისის მეტეოროლოგიური პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

თბილისი ღამით +22°, დღისით +33°, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

სოხუმი ღამით +22°, დღისით +26°, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

ბათუმი ღამით +25°, დღისით +26°, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

ფოთი ღამით +22°, დღისით +25°, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

ზუგდიდი ღამით +22°, დღისით კი +25°, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

ქუთაისი ღამით +22°, დღისით +26°, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

მესტია ღამით +9°, დღისი +28°, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

ბორჯომი ღამით +19°, დღისით კი +28°, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

ახალციხე ღამით +20°, დღისით კი +29°, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

ცხინვალი ღამით +20°, დღისით +29°, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

რუსთავი ღამით +21°, დღისით +32°, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

ჭიათურა ღამით +23°, დღისით +25°, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

თელავი ღამით +22°, დღისით +31°, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

ლაგოდეხი ღამით +23°, დღისით +32°, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

სიღნაღი ღამით +21° დღისით კი +31°, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

ცაგერი ღამით +20°, დღისით კი +31°, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

ბახმარო ღამით +13°, დღისით +20°, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

спорт
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати