USD 2.7068
EUR 3.1532
RUB 3.3525
Тбилиси
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში
дата:  591

27 ივნისს რუსთავში დღისით ჰაერი +39 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +37 გრადუსს მიაღწევს, ღრუბლიანი იქნება დღე, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი.

ქუთაისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და +27 გრადუსი, ღამით კი +22 გრადუსი იქნება. ოზურგეთში +29 გრადუსი იქნება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი და იწვიმებს. ზუგდიდში დღისით +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი და წვიმაა ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

მესტიაში ნალექი და +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. დღისით შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ნალექიანი დღე იქნება ჭიათურაში, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში, დღისის მეორე ნახევარში, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, +32 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსამდე დაიწევს.

+32 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +36 გრადუსია მოსალოდნელი, უმეტესად უნალექოდ ჩაივლის დღე, ღამის განმავლობაში +19 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +26 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, უმეტესად უნალექოდ ჩაივლის დღე, ღამე კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +39 გრადუსი იქნება, ღამით კი +25 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში სიცხე და +36 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი.

გურჯაანში დღისით ჰაერი +38 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, +36 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

 

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати