USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Tbilisi
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში
Date:  309

21 მაისს ქუთაისში უმეტესად მზიანი დღე და +37 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთში დღისით +37 გრადუსი, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღე და +28 გრადუსია მოსალოდნელი ბათუმში, ღამე კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა იქნება ფოთში, სადაც დღისით +37 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსი. ზუგდიდში დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +38 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. ასევე უმეტესად მზიანი დღე და +30 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

მესტიაში დღის განმავლობაში ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. უმეტესად მზიან დღეს ელიან სინოპტიკოსები ამბროლაურშიც, სადაც დღისით +33 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიწევს.

+33 გრადუსია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში უმეტესად მზიანი დღე და +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.

მზიან დღეს ვარაუდობენ დღის განმავლობაში გორში, სადაც დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +18 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში +20 გრადუსი და უმეტესად მზიანი დღეა ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +21 გრადუსი იქნება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +35 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღე იქნება თელავში, სადაც დღის განმავლობაში +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი.

უმეტესად მზიანი დღე იქნება გურჯაანში. დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უმეტესად მზიანი დღე და +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +33 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.

region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way