USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Тбилиси
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში?
дата:  547

18 მარტს რუსთავში დღისით +13 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

ქუთაისში +18 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.

ოზურგეთში წვიმს. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7. ბათუმში დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ფოთში დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი.

უნალექო დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.

+15 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვლიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურში დღეს ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ახალციხეში დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი.

ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +10 იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ბაკურიანში დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს.

გორში დღისით +13 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურში მოთოვს, დღე +5 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება. 

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

 

мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати