USD 2.7311
EUR 3.1186
RUB 3.4561
Tbilisi
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში?
Date:  590

12 თებერვლიდან საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დედაქალაქში +20°-მდე მოიმატებს, დასავლეთ საქართველოში +25°-მდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი, დღის განმავლობაში მაქსიმალური ტემპერატურა +22° იქნება.

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +7, +12°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით -1, +4°, დღისით +14, +19°; მაღალმთაში ღამით -5, 0°, დღისით +8, +13°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +3, +8°, ზოგან -2°-მდე, დღისით +17, +22°; მთაში ღამით -4, +1, დღისით +11, +16°; მაღალმთაში ღამით -5, 0°, დღისით +7, +12°.

თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +5°, დღისით +20°.

tbilisi
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way