USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში?
дата:  824

19 იანვარს თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -4 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია უნალექო დღე.

რუსთავში დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ქუთაისში +8 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი იქნება.

ოზურგეთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1.

ბათუმშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი.

უნალექოდ ჩაივლის დღე ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი.

+9 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით -5 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი -14 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურში დღეს ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში მზიანი დღე და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -7 გრადუსი.

ახალციხეშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი -3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +11 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში დღისით -2 იქნება, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება.

ბაკურიანში დღისით -5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -14 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც გამოიდარებს. დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღე -6 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -14 გრადუსი იქნება. 

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

თელავში დღისით მზიანი ამინდი და +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +5 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.

 

 

Тбилиси
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати