26 დეკემბერს თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.
ნალექიანი დღე იქნება რუსთავში. დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ქუთაისში +10 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.
ოზურგეთშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3.
ბათუმშიც წვიმს. დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი.
წვიმაა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი.
+13 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში დღისით +2 გრადუსი და თოვლია ნავარაუდევი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურშიც თოვს, ჰაერი +5გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში დღისით თოვლი და +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი.
ახალციხეში დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +1 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში თოვლია მოსალოდნელი. დღისით +5, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
ბაკურიანში დღისით თოვლი და +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც თოვს. დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში თოვლი და +4 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება.
ომალოში დღისით +3, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. თოვს.
უნალექო დღე იქნება ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავში დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.
გურჯაანშიც ნალექიანი დღეა. დღისით +11 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში დღისით +10 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.