USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში?
Date:  309

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ღამით დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით -1, +4°, დღისით +8, +13°; მთაში ღამით -6, -1°, დღისით +3, +8°; მაღალ მთაში ღამით -12, -7°, დღისით -3, +2°. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ღამით დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -6, -1°, დღისით +5, +10°; მთაში ღამით -10, -5°, დღისით +2, +7°; მაღალ მთაში ღამით -13, -8°, ზოგან -16°-მდე, დღისით -4, +1°.

თბილისი-  ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით -1°.
ბათუმი-  სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით +4°.
ფოთი-სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით +4°.
ზუგდიდი-  სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით +1°.
ქუთაისი-  სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით +1.

სოხუმი -  სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით +2°.
ოზურგეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით +1°.
ჭიათურა- სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6, ღამით -3°.
ამბროლაური-  სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით -6°.
ცაგერი-  სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით -7°.
ონი-  სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5°, ღამით-7 .
მესტია- სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +2°, ღამით -10°.
გორი-  სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით-4 .
ცხინვალი -  სუსტი ქარი.ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით -4.
სტეფანწმინდა-  სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -2°, ღამით -7.
გუდაური- სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -3°, ღამით -12.
თიანეთი- სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +4°, ღამით -7°.
ახალციხე- . სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5°, ღამით -6°.
ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5°, ღამით -5°.
ბაკურიანი - სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -2°, ღამით -10°.
თელავი -  სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით 0°.
ყვარელი-  სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით 0°.
საგარეჯო -  სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით -1°.
სიღნაღი -  სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით -1°.
დედოფლისწყარო -  სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით -2°.
ლაგოდეხი - სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით -1°.

 
culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way