USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში?
дата:  498

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 15 დეკემბერს ამინდი განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი ცივი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.

საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ, ზოგან შესაძლებელია ნისლი. საქართველოში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.

 

თბილისში- უმეტესად უნალექოდ და ნისლი. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით +3°.

სოხუმი -  უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +7°.

გაგრა- უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +12°.

ოჩამჩირე -  უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +10°.

ბათუმი უნალექოდ. სამხრეთ/აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +11°.

ქობულეთი - უნალექოდ. სამხრეთ/აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +10°.

ფოთი- უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +10°.

ხულო- უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით 0°.

ზუგდიდიუნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +10°.

ქუთაისი უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +9°.

ოზურგეთიუნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +10°.

ჭიათურაუნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +6°.

ამბროლაური უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +5°.

ცაგერიუნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14°, ღამით +4°.

ონიუნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით +3°.

მესტიაუნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 5-10მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით -1°.

გორი-  უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით +3°.

ახალგორი-  უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით +1°.

ჯავა-  უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით -1°.

ცხინვალი -  უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით +2°.

სტეფანწმინდაუმეტესად უნალექოდ, შესაძლებელია ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5°, ღამით +2°.

გუდაური უმეტესად უნალექოდ, შესაძლებელია ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +4°, ღამით -2°.

თიანეთიუმეტესად უნალექოდ, შესაძლებელია ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით +2°.

ახალციხე- უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით -1°.

ბორჯომი-  უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით +4°.

ბაკურიანი -  უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5°, ღამით -1°.

თელავი -  უმეტესად უნალექოდ, შესაძლებელია ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით +3°.

ყვარელი-  უმეტესად უნალექოდ, შესაძლებელია ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით +3°.

საგარეჯო -  უმეტესად უნალექოდ, შესაძლებელია ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით +5°.

იღნაღი  უმეტესად უნალექოდ, შესაძლებელია ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით +3°.

დედოფლისწყარო -  უმეტესად უნალექოდ, შესაძლებელია ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით +4°.

ლაგოდეხი - უმეტესად უნალექოდ, შესაძლებელია ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით +5°.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати