USD 2.6998
EUR 3.1032
RUB 3.3315
Тбилиси
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში?
дата:  677

11 დეკემბერს თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. მოსალოდენლია მზიანი ამინდი.

რუსთავში დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ქუთაისში +18 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.

ოზურგეთში დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13.

ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.

+19 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +8 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი.

ახალციხეშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +1 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც დღისით +8, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ბაკურიანში დღისით +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი გორში. დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

გუდაურში +2 გრადუსი და თოვლია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. 

ლაგოდეხში დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

თელავში დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +10 იქნება გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში დღისით +9 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

 

 

мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати