USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში?
Date:  268

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება.

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25 მ/წმ, ღამით დრო გამოშვებით შესაძლებელია 28მ/წმ-მდე. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +9, +14°, დღისით +15, +20°; მთაში ღამით +1,+6, დღისით +12; მაღალ მთაში ღამით -2,+3°, დღისით +6,+11°.

აღმოსავლეთ საქართველოში- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში წვიმა, ღამით მთაში თოვლი. აღმოსავლეთის ქარი10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +1, +6°, დღისით+6, +11°; მთაში ღამით 0, +5°, დღისით +4, +9°; მაღალმთაში ღამით-6, -1°, დღისით +3, +8°.

თბილისში- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა, შესაძლოა ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით +7°.

სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°,ღამით +10°.

გაგრა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +11°.

ოჩამჩირე-დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +11°.

ბათუმი-დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15,დროგ ძლიერი17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +12.

ქობულეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15,დროგ ძლიერი17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +11.

ფოთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 20-25 მ/წმ.ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +11.

ხულო- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით +3°.

ზუგდიდიდროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +11°.

ქუთაისიდროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 20-25,ღამ.შეს.28 მ/წმ-დე. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +10°.

ოზურგეთი-დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ,დროგამოშვებით ძლიერი 20-25 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +10°.

ჭიათურა-დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ.ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +5.

ამბროლაურიდროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +6°.

ცაგერიდროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +4°.

ონიდროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14°, ღამით +3°.

მესტიადროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით 0°.

გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.წვიმა. აღმოსავლეთის ქარი10-15მ/წმ,დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით +5°.

ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახ-დან წვიმა. აღმოსავლეთის ქარი10-15მ/წმ,დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით +3°.

ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. აღმოსავლეთის ქარი 5-10მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +3°, ღამით +1°.

ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მომატება.დღის ბოლოს წვიმა. აღმოსავლეთის ქარი10-15მ/წმ,დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით +4°.

სტეფანწმინდადროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი.აღმოსავლეთის ქარი10-15მ/წმ,დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:დღისით+3°, ღამით 0°.

გუდაურიდროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი,შეს.ქარბუქი. აღმოსავლეთის ქარი8-13 მ/წმ.ჰაერის ტემპერატურა: დღისით +3°, ღამით-2°.

თიანეთი-დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.თოვლჭყაპი. სუსტი ქარი.ჰაერის ტემპერატურა:დღისით+5°, ღამით +2°.

ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახ-დან წვიმა. აღმოსავლეთის ქარი10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით+2 °.

ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახ-დან წვიმა. აღმოსავლეთის ქარი10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით +3.

ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.თოვლი. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით -3°.

თელავი-დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა:დღისით +8°, ღამით +6°.

ყვარელი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა:დღისით +8°, ღამით +6°.

საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა:დღისით +7°, ღამით +5°.

იღნაღი დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა.სუსტი ქარი.ჰაერის ტემპერატურა:დღისით +7°, ღამით +5°.

დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა.სუსტი ქარი.ჰაერის ტემპერატურა:დღისით +9°, ღამით +5°.

ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა.სუსტი ქარი.ჰაერის ტემპერატურა:დღისით +10°, ღამით +6°.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way