USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში?
Date:  392

8 დეკემბერს თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. 

რუსთავში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ქუთაისში +18 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.

ოზურგეთში დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11.

ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.

+18 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +6 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი.

ახალციხეშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც დღისით +8, ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება.

ბაკურიანში დღისით +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი გორში. დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

გუდაურში +5 გრადუსი და თოვლია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება.

ლაგოდეხში დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

თელავში დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.

გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +8 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში დღისით +7 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

 

 

  
tbilisi
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way