USD 2.6989
EUR 3.1083
RUB 3.3612
Tbilisi
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოს ქალაქებში?
Date:  2756

31 აგვისტოს  ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით ასეთია:

  • თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.
  • რუსთავში დღისით +30 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ქუთაისში +33 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი იქნება.
  • ოზურგეთში დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23 გრადუსია ნავარაუდევი. 
  • ბათუმში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +24 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ფოთში იწვიმებს. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +24 გრადუსია მოსალოდნელი.
  • ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი.
  • სოხუმში  +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.
  • მესტიაში დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ამბროლაურში ჰაერი დღისით +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ახალციხეში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +17 გრადუსამდე დაიწევს.
  • ბორჯომში დღისით +30, ღამის ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
  • გორში დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
  • თელავში  დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.
  • გურჯაანში დღისით + 26 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
  • სიღნაღში დღისით +24 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
World
რესპუბლიკელი კონგრესმენი ტიმ ბურჩეტი: თუ ოდესმე გასაჯაროვდება უცხოპლანეტელების შესახებ არსებული ინფორმაცია, ბევრს ღამე არ დაეძინება

რესპუბლიკელი კონგრესმენის ტიმ ბურჩეტის თქმით, ვაშინგტონის მიერ ოდესმე თუ გასაჯაროვდება უცხოპლანეტელების შესახებ არსებული ინფორმაცია, ბევრს ღამე არ დაეძინება. ამის შესახებ New York Post წერს.

„უბრალოდ ამას ვიტყვი - თუ ისინი გაასაჯაროებდნენ იმას, რაც მე ვნახე, თქვენ ღამე ვერ დაიძინებდით, ამაზე ფიქრში იქნებოდით“, - თქვა ბურჩეტმა Newsmax-ის წამყვანთან, რობ ფინერტთან საუბარში.

ბურჩეტმა, რომელიც წარმომადგენელთა პალატის საიდუმლო ფედერალური მასალების დეკლასიფიკაციის სამუშაო ჯგუფის წევრია - გაიხსენა, რომ ორი კვირის წინ მიიღო ინფორმაცია „ერთ საკითხზე“, რომელიც არამიწიერ სიცოცხლეს ეხებოდა და რომლის გასაჯაროებაც „დედამიწას თავდაყირა დააყენებდა“ და ქვეყანას „შოკში ჩააგდებდა“.

„ხალხი პასუხებს მოითხოვდა“, - განაცხადა ბურჩეტმა, თუმცა დეტალებზე არ ისაუბრა.

გადაცემაში წამყვანმა ყოფილი კონგრესმენის, მეტ გეცის ვიდეო აჩვენა, სადაც ის ამტკიცებდა, რომ იცოდა ადამიანი-უცხოპლანეტელების ჰიბრიდული პროგრამების შესახებ.

ბურჩეტმა ამ განცხადებაზე პირდაპირი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

„მე ისევ კონგრესის წევრი ვარ, ამიტომ ვერ შევძლებ მეტის თქმას იმაზე, რაც მეტმა თქვა“, - აღნიშნა ბურჩეტმა.

„მოიცა, მართლა?“ - ოდნავ დაეჭვებით უპასუხა ფინერტიმ.

„100%-ით სერიოზულად ვამბობ“, - უპასუხა ბურჩეტმა

კონგრესმენმა ტიმ ბურჩეტმა განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს „ინფორმაციის სრულ გამჟღავნებას“ მიუხედავად იმისა, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სიმართლეს საზოგადოებაზე.

„ხალხს აქვს უფლება იცოდეს, ეს თქვენი გადახდილი გადასახადებია. მოდი, ყველაფერი გამოვიტანოთ სააშკარაოზე“, - თქვა მან.

ბურჩეტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ სენსიტიურ საკითხებზე პასუხისმგებელი ადამიანები თავად პრობლემის გულში არიან.

„როდესაც ვარ დახურულ შეხვედრაზე და ვსვამ კითხვას პრეზიდენტის პოზიციებზე ამ თემებთან დაკავშირებით და რომელიღაც ამპარტავანი მეუბნება, რომ პრეზიდენტიც კი მხოლოდ იმაზეა ინფორმირებული, რაც საჭიროა იცოდეს - ვფიქრობ, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რაც რეალურად ხდება“, - აღნიშნა ბურჩეტმა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way