USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Tbilisi
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოს ქალაქებში?
Date:  716

23 სექტემბერის ამინდის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

თბილისში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

რუსთავში დღისით +26 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ქუთაისში +27 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.

ოზურგეთში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16.

ბათუმში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ნალექიანი დღეა ფოთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი.

ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

+23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურში დღეს ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაშიც წვიმს. დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

ბორჯომში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +23 იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ბაკურიანში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

გორში ნალექიანი დღე იქნება. დღისით +25 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც იწვიმებს. დღის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება.

ომალოშიც წვიმს. დღისით +17, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

თელავში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

 

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way