USD 2.6732
EUR 3.1124
RUB 3.7466
Тбилиси
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოს ქალაქებში?
дата:  343

12 სექტემბერის ამინდის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

თბილისში - წვიმას ელჭექით პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.

რუსთავი - წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +32 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

ქუთაისი - +34 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.

ოზურგეთი - ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +34 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21.

ბათუმი - დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.

ფოთი - ნალექიანი დღეა . დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი.

ზუგდიდი - იწვიმებს დღისით ტემპერატურა +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმი: +29 გრადუსია მოსალოდნელი დღისით , ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

მესტია: წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაური: დღეს ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურა:  წვიმს. დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხე: დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

ბორჯომი: ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +30 იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ბაკურიანი: დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

გორი: იწვიმებს. დღისით +30 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალი: დღისით ჰაერს ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაური: იწვიმებს. დღის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება.

ლაგოდეხი: ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება

თელავი: +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.

გურჯაანი: ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღი: დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

 

общество
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати