USD 2.7277
EUR 3.0441
RUB 2.9473
Tbilisi
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოს ქალაქებში?
Date:  92

27 აგვისტოს ამინდის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

  • თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. 
  • რუსთავში დღისით +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ქუთაისში +30 გრადუსი, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
  • ოზურგეთში დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21. 
  • ბათუმში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ფოთში დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. 
  • ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. 
  • სოხუმში +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • მესტიაში  დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ამბროლაურში დღეს ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.  
  • ახალციხეში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +17 გრადუსამდე დაიწევს. 
  • ბორჯომში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +27 იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ბაკურიანში დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • გორში დღისით +30 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
  • თელავში +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. 
  • გურჯაანში უნალექო დღე და +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
  • სიღნაღში დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება
region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way