USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Tbilisi
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოს ქალაქებში?
Date:  269

20 აგვისტოს ამინდის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

  • თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. 
  • რუსთავში დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ქუთაისში +35 გრადუსი, ღამით კი +23 გრადუსი იქნება. 
  • ოზურგეთში დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21
  • ბათუმში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ფოთში დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. 
  • ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი.
  • სოხუმში +30 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • მესტიაში  დღისით +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ამბროლაურში დღეს ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ახალციხეში დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +16 გრადუსამდე დაიწევს.
  • ბორჯომში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +30 იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ბაკურიანში დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.
  • გორში დღისით +29 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
  • თელავში +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. 
  • გურჯაანში უნალექო დღე და +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.
  • სიღნაღში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება
tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way