USD 2.7189
EUR 3.1376
RUB 3.2755
თბილისი
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოს ქალაქებში?
თარიღი:  766

31 ივლისის ამინდის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

  • თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. 
  • რუსთავში დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ქუთაისში +24 გრადუსი, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. წვიმა.
  • ოზურგეთში იწვიმეს,  დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19
  • ბათუმში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ფოთში წვიმს, დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. 
  • ზუგდიდში წვიმს, დღისით ტემპერატურა +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.
  • სოხუმში +24 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს
  • მესტიაში წვიმს,  დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ამბროლაურში დღეს ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
  • ახალციხეში წვიმა, დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +16 გრადუსამდე დაიწევს.
  • ბორჯომში წვიმს,  დღეა მოსალოდნელი. დღისით +23 იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ბაკურიანში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.
  • გორში იწვიმებს, დღისით +26 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.
  • ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.
  • თელავში +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. 
  • გურჯაანში უნალექო დღე და +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.
  • სიღნაღში დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება
მსოფლიო
რუბიომ ამერიკელ დიპლომატებს დაავალა, მოუწოდონ იმ ქვეყნებს სადაც იმყოფებიან, ოფიციალურად გამოაცხადონ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ (IRGC) და „ჰეზბოლა“ ტერორისტულ ორგანიზაციებად
ABC NEWS-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, ამერიკელ დიპლომატებს მთელ მსოფლიოში დაავალა, მოუწოდონ უცხოეთის მთავრობებს, სწრაფად იმოქმედონ ირანისა და მისი „პროქსი“ დაჯგუფებების წინააღმდეგ „თავდასხმის მომატებული რისკის“ გამო.
 კონფიდენციალური დიპლომატიური დეპეშით, აშშ-ის საელჩოებსა და საკონსულოებს დაევალათ, ეს გზავნილი სხვა ქვეყნების მთავრობების უმაღლეს დონეზე 20 მარტამდე გადასცენ.
 
დირექტივაში აღნიშნულია, რომ ირანმა და ირანთან დაკავშირებულმა დაჯგუფებებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნან სხვა ქვეყნებსა და მშვიდობიან მოსახლეობას, ამიტომ საჭიროა კოორდინირებული საერთაშორისო მოქმედება.
 
რუბიო ამერიკელ დიპლომატებს ასევე სთხოვს, მოუწოდონ იმ ქვეყნებს სადაც იმყოფებიან, ოფიციალურად გამოაცხადონ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ (IRGC) და „ჰეზბოლა“ ტერორისტულ ორგანიზაციებად, თუ მათ ეს ჯერ არ გაუკეთებიათ.
 
განცხადებაში ნათქვამია, რომ კოლექტიური გლობალური ზეწოლა უფრო ეფექტიანია, ვიდრე ცალმხრივი ქმედება ირანის ქცევის შესაცვლელად.
ეს ნაბიჯი გადაიდგა იმ ფონზე, როდესაც აშშ ცდილობს შექმნას კოალიცია ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიისა და რეგიონული უსაფრთხოების ფართო ძალისხმევის მხარდასაჭერად.
 
ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებები, მათ შორის „ჰეზბოლა“ და სხვა გასამხედროებული ფორმირებები ახდენენ მთავრობების დესტაბილიზაციას და საფრთხეს უქმნიან მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში.
 
აშშ-ს სჯერა, რომ კოორდინირებულ საერთაშორისო მოქმედებებსა და სანქციებს შეუძლია შეზღუდოს ირანის შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს მებრძოლ დაჯგუფებებს და განახორციელოს თავდასხმები გლობალურად.“
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის