USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Тбилиси
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოს ქალაქებში?
дата:  380

2 აპრილის ამინდის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

  • თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. 
  • რუსთავში დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ქუთაისში +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.
  • ოზურგეთში დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12. 
  • ბათუმში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ფოთში დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი.
  • ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.
  • +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • მესტიაში დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ამბროლაურში დღეს ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ახალციხეში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიწევს. 
  • ბორჯომში დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ბაკურიანში დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • გორში დღისით +20 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ლაგოდეხში  ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
  • თელავში დღისით  +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. 
  • გურჯაანში დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
  • სიღნაღში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати