USD 2.6797
EUR 2.8812
RUB 2.9138
Tbilisi
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოს ქალაქებში?
Date:  195

29 მარტის ამინდის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

  • თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. 
  • რუსთავში დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ქუთაისში +23 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.
  • ოზურგეთში დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14. წვიმა.
  • ბათუმში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ფოთში დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი.
  • ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.
  • +21 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს.
  • მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ამბროლაურში დღეს ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ახალციხეში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს. 
  • ბორჯომშიც დღისით +14 იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ბაკურიანში დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • გორში დღისით +18 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ლაგოდეხში  ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
  • თელავში დღისით  +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. 
  • გურჯაანში დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
  • სიღნაღში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
sport
ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პრესრელიზის მიხედვით, შპს Feliciana EFL-მა საკუთარ მფლობელობაში არსებული აქციების 90% მიხეილ ლომთაძის მფლობელობაში მყოფ Blue Ocean Partners II Limited-ს მიჰყიდა. შედეგად, ლომთაძე გახდა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც. (დირექტორთა საბჭოს ორ ახალ წევრთან - ედუარდ ვიშნიაკოვთან და დანიელ რაისთან ერთად).

ქართველმა მილიარდერმა, კლუბის და გულშემატკივრებისთვის მიწერილ გზავნილში თქვა, რომ ის მსუბუქად არ მოეკიდება აღებულ პასუხისმგებლობას გულშემატკივრების, პერსონალისა და ფეხბურთელების წინაშე.

„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენებით“, - განაცხადა ლომთაძემ.

1887 წელს დაარსბული Wycombe Wanderers ბუკინგემშირში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარეობს.

მიხეილ ლომთაძე არის Kaspi.kz-ის სამი ძირითადი აქციონერიდან ერთ-ერთი. 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით იგი ფლობდა ყაზახური ფინტექს კომპანიის საერთო აქციების 22,6%-ს. 2022 წელს მან მეშვიდე ადგილი დაიკავა ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის რეიტინგში.

ლომთაძე ბიძინა ივანიშვილის შემდეგ რიგით მეორე ქართველი მილიარდერია, რომელიც forbes-ის შეფასებით ივანიშვილზე მდიდარია, ხოლო Bloomberg-ის ცნობით, ივანიშვილზე 700 მლნ-ით ნაკლები ქონება აქვს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way