USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Tbilisi
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოს ქალაქებში?
Date:  661

28 მარტის ამინდის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

  • თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსი იქნება. 
  • რუსთავში დღისით +18 გრადუსი , ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ქუთაისში +18 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.
  • ოზურგეთში დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6.
  • ბათუმში  დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ფოთში დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი.
  • ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი.
  • +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • მესტიაში. დღისით +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ამბროლაურში დღეს ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ახალციხეში დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.
  • ბორჯომში დღისით +11 იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ბაკურიანში დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -9 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლი.
  • გორში დღისით +16 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ლაგოდეხში  ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
  • თელავში დღისით  +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი.
  • გურჯაანში დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
  • სიღნაღში დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.
World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way