USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
Tbilisi
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოს ქალაქებში?
Date:  766

25 მარტის ამინდის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

  • თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

  • რუსთავში დღისით +11 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ქუთაისში +7 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. 

  • ოზურგეთში დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6. წვიმა.

  • ბათუმში იწვიმებს, დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება. 

  • ფოთში დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. 

  • ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.

  • +9 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს.

  • მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +2 გრადუსი იქნება, ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ამბროლაურში დღეს ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

  • ახალციხეში დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი.

  • ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +6 იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ბაკურიანში დღისით +1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლი.

  • გორში დღისით +5 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

  • ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

  • ლაგოდეხში  ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. 

  • თელავში დღისით  +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.

  • გურჯაანში დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. 

  • სიღნაღში დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება. 

World
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way