USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Tbilisi
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოს ქალაქებში?
Date:  760

25 მარტის ამინდის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

  • თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

  • რუსთავში დღისით +11 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ქუთაისში +14 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. 

  • ოზურგეთში დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6.

  • ბათუმში დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. 

  • ფოთში დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. 

  • ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი.

  • +14 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

  • მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ამბროლაურში დღეს ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

  • ახალციხეში დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი.

  • ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +8 იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ბაკურიანში დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -7 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლი.

  • გორში დღისით +11 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

  • ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -1გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

  • ლაგოდეხში  ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.

  • თელავში დღისით  +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.

  • გურჯაანში დღისით +9 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.

  • სიღნაღში დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way