USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
როგორი ამინდი იქნება დღეს
Date:  483

22 თებერვალს ქუთაისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღე +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც მზიანი დღეა ნავარაუუდები. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ნავარაუდევი ფოთშიც, დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.

მესტიაში +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიწევს.

უნალექო დღე და +14 გრადუსია მოსალოდნელი ბორჯომში დღისით, ღამის განმავლობაში კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -5 გრადუსი იქნება.

გორში უნალექო დღე და +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი იქნება.

გუდაურში დღისით მზე და +7 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე დაეცემა, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდები.

გურჯაანში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.

რუსთავში დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way