USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Tbilisi
როგორი ამინდი იქნება დღეს
Date:  269

25 ნოემბრის მეტეოროლოგიური პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

თბილისი - ღამით +6°, დღისით +10°, მცირე წვიმა.

სოხუმი - ღამით +7°, დღისით +13°, უმეტესად უნალექოდ.

ბათუმი - ღამით +9°, დღისით +14°, უმეტესად უნალექოდ.

ფოთი - ღამით +9°, დღისით +15°, უმეტესად უნალექოდ.

ზუგდიდი - ღამით +4°, დღისით კი +15°, უმეტესად უნალექოდ.

ქუთაისი - ღამით +8°, დღისით +14°, უმეტესად უნალექოდ.

მესტია - ღამით -5°, დღისით +5°, უმეტესად უნალექოდ.

ბორჯომი - ღამით 0°, დღისით კი +11°, მოსალოდნელია წვიმა.

ახალციხე - ღამით -1°, დღისით კი +11°, მოსალოდნელია წვიმა.

ცხინვალი - ღამით +2°, დღისით +9°, უმეტესად უნალექოდ.

რუსთავი - ღამით +6°, დღისით +10°, მცირე წვიმა.

თელავი - ღამით +5°, დღისით +8°, მცირე წვიმა.

ლაგოდეხი - ღამით +7°, დღისით +10°, მცირე წვიმა.

სიღნაღი - ღამით +6° დღისით კი +10°, მოსალოდნელია წვიმა.

ცაგერი - ღამით +3°, დღისით კი +9°, უმეტესად უნალექოდ.

ბახმარო - ღამით -5°, დღისით +5°, უმეტესად უნალექოდ.

region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way