USD 2.7084
EUR 2.9337
RUB 2.9233
Тбилиси
როგორი ამინდი იქნება დღეს
дата : 10.28.2021  185

28 ოქტომბრის მეტეოროლოგიური პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

თბილისი - ღამით +3°, დღისით +16°, უმეტესად უნალექოდ.

სოხუმი - ღამით +7°, დღისით +21°, უმეტესად უნალექოდ.

ბათუმი - ღამით +8°, დღისით +20°, უმეტესად უნალექოდ.

ფოთი - ღამით +7°, დღისით +21°, უმეტესად უნალექოდ.

ზუგდიდი - ღამით +6°, დღისით კი +20°, უმეტესად უნალექოდ.

ქუთაისი - ღამით +6°, დღისით +22°, უმეტესად უნალექოდ.

მესტია - ღამით -5°, დღისით +15°, უმეტესად უნალექოდ.

ბორჯომი - ღამით -3°, დღისით კი +14°, უმეტესად უნალექოდ.

ახალციხე - ღამით -5°, დღისით კი +15°, უმეტესად უნალექოდ.

ცხინვალი - ღამით -2°, დღისით +15°, უმეტესად უნალექოდ.

რუსთავი - ღამით +3°, დღისით +16°, უმეტესად უნალექოდ.

თელავი - ღამით 0°, დღისით +15°, უმეტესად უნალექოდ.

ლაგოდეხი - ღამით +3°, დღისით +16°, უმეტესად უნალექოდ.

სიღნაღი - ღამით -1° დღისით კი +14°, უმეტესად უნალექოდ.

ცაგერი - ღამით -3°, დღისით კი +15°, უმეტესად უნალექოდ.

ბახმარო - ღამით -4°, დღისით +13°, უმეტესად უნალექოდ.

спорт
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати