USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Tbilisi
როგორი ამინდი იქნება 9 მაისს?
Date:  683

 

9 მაისს ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით ასეთია:

თბილისში დღისით +21 გრადუსი, მცირე წვიმა. ღამით კი +11 გრადუსი იქნება.

რუსთავში +23 გრადუსი, მცირე წვიმა. ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ქუთაისში +19 გრადუსია მოსალოდნელი. ღამით კი +11 გრადუსი იქნება.

ოზურგეთში დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს

ბათუმში წვიმს, დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, მცირე წვიმა. ღამით კი +14გრადუსია მოსალოდნელი.

ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.

სოხუმში დღისით +17 გრადუსი მოსალოდნელი, იწვიმებს. ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში  დღისით +10 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.

ამბროლაურში ჰაერი დღისით +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ახალციხეში ღრუბლიანი ამინდია, დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა;

ბორჯომში დღისით +16 გრადუსი, მოსალოდნელია წვიმა; ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +10გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +8გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.  მცირე წვიმა

თელავში დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. მცირე წვიმა.

გურჯაანში  დღისით +21 გრადუსი. ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში დღისით +19 გრადუსია ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.

region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way