USD 2.6994
EUR 3.1318
RUB 3.3536
თბილისი
როგორი ამინდი იქნება 8 მაისს?
თარიღი:  1641

8 მაისს ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით ასეთია:

თბილისში დღისით +20 გრადუსი, წვიმა. ღამით კი +12 გრადუსი იქნება.

რუსთავში +22 გრადუსი, წვიმა. ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ქუთაისში +15 გრადუსია მოსალოდნელი, წვიმა. ღამით კი +12 გრადუსი იქნება.

ოზურგეთში დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს

ბათუმში წვიმს, დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, იწვიმებს. ღამით კი +14გრადუსია მოსალოდნელი.

ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.

სოხუმში დღისით +15 გრადუსი მოსალოდნელი, იწვიმებს. ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში  დღისით +9 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.

ამბროლაურში ჰაერი დღისით +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ახალციხეში ღრუბლიანი ამინდია, დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა;

ბორჯომში დღისით +12 გრადუსი, მოსალოდნელია წვიმა; ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს.

ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.  მცირე წვიმა

თელავში დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. მცირე წვიმა.

გურჯაანში  დღისით +21 გრადუსი, წვიმა. ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში დღისით +19გრადუსია ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის