USD 2.6350
EUR 3.0026
RUB 3.4026
თბილისი
როგორი ამინდი იქნება 5 ნოემბერს საქართველოს ქალაქებში?
 1051

 

  • თბილისი: დღისით 13°C, ღამით 4°C
  • ბათუმი: 12°C, ღამით 8°C
  • ქუთაისი: დღისით 14°C, ღამით 5°C
  • რუსთავი: დღისით 13°C, ღამით 3°C
  • გორი: დღისით 11°C, ღამით 1°C
  • ზუგდიდი: დღისით 14°C, ღამით 7°C
  • ფოთი: დღისით 13°C, ღამით 9°C
  • თელავი: დღისით 10°C, ღამით 2°C
  • ბორჯომი: დღისით 9°C, ღამით -1°C
  • ახალციხე: დღისით 8°C, ღამით -2°C
  • ამბროლაური: დღისით 10°C, ღამით 1°C
  • საგარეჯო: დღისით 12°C, ღამით 3°C
  • დუშეთი: დღისით 8°C, ღამით -1°C
  • მარტვილი: დღისით 12°C, ღამით 4°C
  • ხაშური: დღისით 10°C, ღამით 0°C
  • ლანჩხუთი: დღისით 13°C, ღამით 6°C
  • გარდაბანი: დღისით 12°C, ღამით 2°C
  • ხობი: დღისით 13°C, ღამით 6°C
  • თერჯოლა: დღისით 12°C, ღამით 3°C
  • ლაგოდეხი: დღისით 11°C, ღამით 2°C
  • ჭიათურა: დღისით 11°C, ღამით 2°C
  • ოზურგეთი: დღისით 13°C, ღამით 7°C
  • ხონი: დღისით 12°C, ღამით 3°C
  • გურჯაანი: დღისით 11°C, ღამით 2°C
  • ბაღდათი: დღისით 12°C, ღამით 4°C
  • მცხეთა: დღისით 12°C, ღამით 3°C
  • კასპი: დღისით 10°C, ღამით 1°C
  • ჩოხატაური: დღისით 11°C, ღამით 3°C
  • წალენჯიხა: დღისით 13°C, ღამით 6°C
  • სენაკი: დღისით 13°C, ღამით 5°C
  • ვალე: დღისით 10°C, ღამით -1°C
  • ტყიბული: დღისით 10°C, ღამით 2°C
  • სიღნაღი: დღისით 10°C, ღამით 1°C
  • მარნეული: დღისით 11°C, ღამით 1°C
  • გუდაური: დღისით 2°C, ღამით -7°C
  • ახალქალაქი: დღისით 5°C, ღამით -4°C
  • აბაშა: დღისით 12°C, ღამით 5°C
  • სურამი: დღისით 9°C, ღამით -1°C
  • ბაკურიანი: დღისით 4°C, ღამით -5°C
  • ქობულეთი: დღისით 13°C, ღამით 8°C

 

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის