USD 2.6350
EUR 3.0026
RUB 3.4026
თბილისი
როგორი ამინდი იქნება 4 ნოემბერს საქართველოს ქალაქებში?
თარიღი:  518

 

  • თბილისი - დღისით +16°C, ღამით +7°C
  • ბათუმი - დღისით +18°C, ღამით +13°C
  • ქუთაისი - დღისით +17°C, ღამით +9°C
  • ზუგდიდი - დღისით +16°C, ღამით +10°C
  • გორი - დღისით +14°C, ღამით +5°C
  • რუსთავი - დღისით +16°C, ღამით +7°C
  • თელავი - დღისით +15°C, ღამით +6°C
  • ოზურგეთი - დღისით +17°C, ღამით +11°C
  • ახალციხე - დღისით +13°C, ღამით +3°C
  • მარტვილი - დღისით +16°C, ღამით +7°C
  • საგარეჯო - დღისით +15°C, ღამით +6°C
  • ფოთი - დღისით +17°C, ღამით +12°C
  • ბორჯომი - დღისით +13°C, ღამით +4°C
  • ლანჩხუთი - დღისით +17°C, ღამით +10°C
  • დუშეთი - დღისით +13°C, ღამით +4°C
  • ხაშური - დღისით +15°C, ღამით +6°C
  • ლაგოდეხი - დღისით +15°C, ღამით +7°C
  • ცხინვალი - დღისით +12°C, ღამით +2°C
  • ბოლნისი - დღისით +14°C, ღამით +5°C
  • ჭიათურა - დღისით +15°C, ღამით +7°C
  • გურჯაანი - დღისით +15°C, ღამით +6°C
  • სენაკი - დღისით +16°C, ღამით +10°C
  • მცხეთა - დღისით +16°C, ღამით +7°C
  • ახალქალაქი - დღისით +11°C, ღამით +1°C
  • ტყიბული - დღისით +15°C, ღამით +6°C
  • ქობულეთი - დღისით +17°C, ღამით +12°C
  • სამტრედია - დღისით +17°C, ღამით +9°C
  • ურეკი - დღისით +18°C, ღამით +12°C
  • ხონი - დღისით +17°C, ღამით +8°C
  • სიღნაღი - დღისით +15°C, ღამით +6°C

 

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის