USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Tbilisi
როგორი ამინდი იქნება 28 მაისს საქართველოს ქალაქებში?
Date:  536

28 მაისს ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით ასეთია:

თბილისში დღისით +30 გრადუსი. ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

რუსთავში + 32 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ქუთაისში დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, იწვიმებს. ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

ოზურგეთში დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.

ბათუმში  დღისით ჰაერი +24  გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება. ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი.

ზუგდიდში  დღისით ტემპერატურა +31  გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმში დღისით +28 გრადუსი მოსალოდნელი. ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

მესტიაში  დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.  წვიმა.

ამბროლაურში იწვიმებს, ჰაერი დღისით +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11  გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში დღისით ჰაერი +26  გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.

ბორჯომში დღისით +25 გრადუსი, დღის განმავლობაში წვიმს.  ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. დღის განმავლობაში წვიმს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.  

თელავში დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, იწვიმებს. ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +27 გრადუსი. ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს.

სიღნაღში დღისით +25 გრადუსია ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

sport
ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პრესრელიზის მიხედვით, შპს Feliciana EFL-მა საკუთარ მფლობელობაში არსებული აქციების 90% მიხეილ ლომთაძის მფლობელობაში მყოფ Blue Ocean Partners II Limited-ს მიჰყიდა. შედეგად, ლომთაძე გახდა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც. (დირექტორთა საბჭოს ორ ახალ წევრთან - ედუარდ ვიშნიაკოვთან და დანიელ რაისთან ერთად).

ქართველმა მილიარდერმა, კლუბის და გულშემატკივრებისთვის მიწერილ გზავნილში თქვა, რომ ის მსუბუქად არ მოეკიდება აღებულ პასუხისმგებლობას გულშემატკივრების, პერსონალისა და ფეხბურთელების წინაშე.

„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენებით“, - განაცხადა ლომთაძემ.

1887 წელს დაარსბული Wycombe Wanderers ბუკინგემშირში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარეობს.

მიხეილ ლომთაძე არის Kaspi.kz-ის სამი ძირითადი აქციონერიდან ერთ-ერთი. 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით იგი ფლობდა ყაზახური ფინტექს კომპანიის საერთო აქციების 22,6%-ს. 2022 წელს მან მეშვიდე ადგილი დაიკავა ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის რეიტინგში.

ლომთაძე ბიძინა ივანიშვილის შემდეგ რიგით მეორე ქართველი მილიარდერია, რომელიც forbes-ის შეფასებით ივანიშვილზე მდიდარია, ხოლო Bloomberg-ის ცნობით, ივანიშვილზე 700 მლნ-ით ნაკლები ქონება აქვს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way