USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
როგორი ამინდი იქნება 27 ივნისს საქართველოს ქალაქებში?
дата:  547

27 ივნისის  ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით ასეთია:

თბილისში,  დღისით +25 გრადუსი. ღამით კი +18 გრადუსი იქნება.  

რუსთავში + 28 გრადუსი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

ქუთაისში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი. ღამით კი +19 გრადუსი იქნება. წვიმა.

ოზურგეთში დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. წვიმა.

ბათუმში, დღისით ჰაერი +23 გრადუსი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.

ფოთში დღისით +24  გრადუსი დაფიქსირდება. ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა.

ზუგდიდში  დღისით ტემპერატურა +23  გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. წვიმა.

სოხუმში დღისით +23 გრადუსი მოსალოდნელი. ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.

მესტიაში  დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.

ამბროლაურში, ჰაერი დღისით +23  გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18  გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.

ახალციხეში, დღისით ჰაერი +22  გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +16 გრადუსამდე დაიწევს. წვიმა.

ბორჯომში დღისით +21 გრადუსი, დღის განმავლობაში.  ღამით კი +16  გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.

გორში დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალში,  დღისით ჰაერს ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.  

თელავში,  დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება. ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. წვიმა.

გურჯაანში დღისით +28  გრადუსი. ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.

სიღნაღში დღისით +25 გრადუსია. ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати