USD 2.7127
EUR 3.1511
RUB 3.4719
Tbilisi
როგორი ამინდი იქნება 25 მაისს საქართველოს ქალაქებში?
Date:  1241

25 მაისს ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით ასეთია:

თბილისში დღისით +28 გრადუსი. ღამით კი +11 გრადუსი იქნება. საღამოს იწვიმებს.

რუსთავში + 30 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.საღამოს იწვიმებს.

ქუთაისში დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, იწვიმებს. ღამით კი +14 გრადუსი იქნება.

ოზურგეთში დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

ბათუმში  დღისით ჰაერი +24  გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება. ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი.

ზუგდიდში  დღისით ტემპერატურა +25  გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმში დღისით +24 გრადუსი მოსალოდნელი. ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში  დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურში ჰაერი დღისით +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12  გრადუსი დაფიქსირდება. საღამოს იწვიმებს.

ახალციხეში დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.

ბორჯომში დღისით +25 გრადუსი, დღის განმავლობაში წვიმს.  ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. საღამოს იწვიმებს.

ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. დღის განმავლობაში წვიმს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.  

თელავში იწვიმებს, დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, იწვიმებს. ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +28 გრადუსი. ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს.

სიღნაღში დღისით +27 გრადუსია ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.  საღამოს იწვიმებს.

analytics
ჩინური ინტერესების გაძლიერება კავკასიაში - გიორგი კობერიძე
ჩინური ინტერესები კავკასიაში ძლიერდება - სომხეთი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში (SCO) შესვლაზე განაცხადს აკეთებს. გასაგებია, რომ ერევანი ცდილობს მოძებნოს უსაფრთხოების ახალი გარანტიები და ეკონომიკური პერსპექტივები რეგიონში, სადაც მისი ყოფილი მოკავშირე, რუსეთი, სულ უფრო ნაკლებად სანდო და ეფექტური პარტნიორი ხდება, შედეგად ცალსახა გამარჯვებული ოფიციალური პეკინია, რომელის SCO-ს ფაქტობრივი ლიდერია.
 
ჩინეთის ეკონომიკური პერსპექტივა, სომხეთისთვის მიმზიდველია. SCO აერთიანებს მსოფლიო მოსახლეობის 42%-ს და მსოფლიო მშპ-ის 36%-ს. ეს არის ერევნის გათვლა, რომ ჩინეთის ეკონომიკური გავლენის ზრდა რეგიონში შექმნის ალტერნატიულ ეკონომიკურ შესაძლებლობას სომხეთისათვის, რაც რუსეთზე პირდაპირ დამოკიდებულებას შეუმცირებს. პირდაპირს ვამბობს და ხაზს ვუსვამ ამ სიტყვას, რადგან ირიბად რუსეთი როგორც ორგანიზაციის წევრი არსად ქრება.
 
მეორე და უმთავრესი ასპექტი არის უსაფრთხოების დილემა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ორგანიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი წევრია, იქ წამყვანი დღის წესრიგი ჩინეთს აქვს. ორგანიზაციის რეგიონალური ანტიტერორისტული სტრუქტურა (RATS) გულისხმობს უსაფრთხოების განზომილებას და წევრების ტერიტორიული მთლიანობის აღიარებასა და ურღვეობას, რაც სომხეთისათვის განსაკუთრებით მიმზიდველია. ერევნისათვის ჩინეთთან მოკავშირეობა, SCO-ს ქოლგის ქვეშ, განიხილება როგორც რუსული საფრთხის დაბალანსების საშუალებაც - ერევანი ფიქრობს, რომ ჩინეთის მოკავშირედ ყოფნა რუსეთის მხრიდან მუქარების შემცირების მიზეზი შეიძლება იყოს.
 
სომხეთის ნაბიჯი არის რეგიონში მიმდინარე ფართომასშტაბიანი გეოპოლიტიკური ძვრების ანარეკლი. ფაქტი ერთია: ჩინეთი იმაზე მძლავრი მიზიდულობის ცენტრია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ეს კი განსაკუთრებით თვალში საცემია რუსეთის მოკავშირეებში, რომელთაც ბოლო ხანებია ჩინეთი ამჯობინეს მოსკოვს. აი მაგალითად, შუა აზიურ რესპუბლიკებშიც კი ჩინეთს ზოგიერთ საკითხში უკვე იმაზე დიდი გავლენა აქვს, ვიდრე რუსეთს. ახლა კი კავკასიაში ჩინეთის აღმავლობას ვადევნებთ თვალს და ეს ხდება იმ ქვეყანაში, რომელშიც სულ რამდენიმე წლის წინ რუსული გავლენა ძალიან მყარი იყო. ზოგადად, რუსეთი და ჩინეთი ერთ ნავში კი სხედან, მაგრამ ახლა ჩინურ ნავში უფრო ზის რუსეთი, რომელსაც საერთო ნავის სახელს უწოდებენ ისინი.
 
ისიც სათქმელია, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრობა და ევროკავშირის წევრობა რთულად შესათავსებელი იქნება, მით უფრო რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია ჩინური ძალის გამოვლინებაა და ის ისეთ წევრებს მოიცავს როგორიც ბელარუსი და ირანია.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way