USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
როგორი ამინდი იქნება 18 ივნისს საქართველოს ქალაქებში?
Date:  275

თბილისში დღისით +27 გრადუსი. ღამით კი +18 გრადუსი იქნება. მცირე წვიმა.

რუსთავში + 29  გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა

ქუთაისში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, იწვიმებს. ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

ოზურგეთში დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.

ბათუმში წვიმს, დღისით ჰაერი +24  გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე წვიმა.

ფოთში დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება. ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი.

ზუგდიდში  დღისით ტემპერატურა +24  გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. 

სოხუმში დღისით +26 გრადუსი მოსალოდნელი. ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

მესტიაში  დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.  წვიმა.

ამბროლაურში, ჰაერი დღისით +25  გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13  გრადუსი დაფიქსირდება.მცირე წვიმა.

ახალციხეში დღისით ჰაერი +23  გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +13 გრადუსამდე დაიწევს. წვიმს.

ბორჯომში დღისით +24 გრადუსი, დღის განმავლობაში.  ღამით კი +13  გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.

გორში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე წვიმა.

ცხინვალში, წვიმს, დღისით ჰაერს ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.  

თელავში იწვიმებს,  დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება. ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +28  გრადუსი. ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

სიღნაღში დღისით +25 გრადუსია, წვიმა. ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way