USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Тбилиси
როგორი ამინდი იქნება 17 მაისს საქართველოში?
дата:  1389

17 მაისს ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით ასეთია:

თბილისში დღისით +22 გრადუსი. ღამით კი +10 გრადუსი იქნება.

რუსთავში + 24 გრადუსი. ღამით კი +11გრადუსი დაფიქსირდება.

ქუთაისში +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.

ოზურგეთში დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10გრადუსია ნავარაუდევი.

ბათუმში  დღისით ჰაერი +22 გრადუსი, ღამით კი +13გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება. ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი.

ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +22  გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმში დღისით +20 გრადუსი მოსალოდნელი. ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში  დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +4გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურში ჰაერი დღისით +20  გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6  გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში ღრუბლიანი ამინდია, დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +8გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +4გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.  მოსალოდნელია წვიმა.

თელავში დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება. ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.

გურჯაანში წვიმს,  დღისით +20 გრადუსი. ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში დღისით +17 გრადუსია ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.

общество
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати